ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასს სმარტფონებსა, ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებზე

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი, ბაზარზე შემოსვლიდან 12 წლის აღსანიშნავად მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასს სმარტფონებზე და მობილურ ინტერნეტს საჩუქრად. შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 24 მარტის ჩათვლით და მოიცავს:

  • ნებისმიერი ბრენდის სმარტფონის (გარდა Apple -ისა) შეძენისას  ყოველთვიურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში
  • ფასდაკლებას Apple -ის სმარტფონებზე და 64 გბ ბილაინის მობილურ ინტერენტს საჩუქრად ყოველთვე
  • სპეციალურ ფასს Huawei Y სერიის სმარტფონებზე და ყოველთივურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში.

მხოლოდ 15 მარტს ბილაინის  აბონენტები ასევე ისარგებლებენ  სპეციალური ფასებით ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებზე, მათ შორის: 1 გბ 1 ₾, 3 გბ 3 ₾, 12 გბ 12 ₾, 20 გბ 15 ₾, 300  წუთი ყველა ადგილობრივ ქსელთან 3 ₾, ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან 12 ₾, ულიმიტო ერთთვიანი სმს 2 ₾,  ტარიფი „ლურჯი“ 6 ₾, „ფრივოლუშენი“-ს ტარიფი „ულიმიტო“ 15 ₾.

ბილაინი სმარტფონის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, მათ შორისაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi. სპეციალური შეთაზებით სარგებლობისთივს, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ბილაინის 36 მაღაზიას  საქართველოს მასშტაბით.

შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ

შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი