#Trashtag გამოწვევა – სოცქსელების მომხმარებლები გარემოს ასუფთავებენ [ფოტო]

ახალი ვირუსული ინტერნეტ-გამოწვევა სოციალური ქსელების მომხმარებლებს მსოფლიოს გარშემო ნარჩენების შეგროვებას სთავაზობს. როგორც CBS წერს, ადამიანები, რომლებიც ამ გამოწვევაში არიან ჩართულნი და პლანეტის დასუფთავებაზე ზრუნავენ, საკუთარ ფოტოებს შესაბამისი ჰეშთეგით ავრცელებენ.

გამოწვევა მარტივია –   მონაწილეებმა უნდა შეარჩიონ ადგილი, დაასუფთავონ და შეგროვებულ ნარჩენებთან ფოტო აღნიშნული ჰეშთეგით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ. CBS-ის ცნობით, ეს ტრენდი ინტერნეტში წლების წინ დაიწყო, თუმცა პიკს 5 მარტს ბირონ რომანის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ მიაღწია. “ახალი გამოწვევა მოწყენილი თინეიჯერებისთვის” – წერდა რომანი ფოტოს ქვეშ, რომელიც მის მიერ შერჩეული ადგილის დასუფთავებამდე და მის შემდეგ გადაღებულ კადრებს ასახავდა. ამის შემდეგ გამოწვევაში სხვა ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ და #trashtag-ი სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გმაოყენებულ საკვანძო სიტყვებს შორის აღმოჩნდა:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.