ახალი ამბები

საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და კოსმოსის მილიტარიზაციაზე რას აპირებთ?! – ბოკერია ზალკალიანს

14 მარტი, 2019 • 2106
საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და კოსმოსის მილიტარიზაციაზე რას აპირებთ?! – ბოკერია ზალკალიანს

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, საქართველომ 8 თვის განმავლობაში რატომ ვერ მოახერხა ელჩის დანიშვნა.

ამ კითხვით ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, სადაც ზალკალიანმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგინა.

“ელჩი არ გვყავს დიდი ხანია, ვაღიარებ. კანდიდატურასთან დაკავშირებით გვსურდა, რომ იყოს ძალიან კვალიფიციური კანდიდატი… ხდება ხოლმე”, – თქვა დავით ზალკალიანმა.

გიგა ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთამდე საქართველომ წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ დანიშნა ელჩი შვედეთში.

“საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე აპირებთ ფოკუსირებას. მანდ რას აპირებთ, მაინტერესებს. ელჩს რომ დანიშნავთ 8 თვის შემდეგ, მერე მობრძანდით და მოგვახსენეთ კოსმოსის მილიტარიზაციის გეგმების შესახებ”, – მიმართა ბოკერიამ ზალკალიანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი