ახალი ამბებიგართობა

მარველმა Endgame-ის ფინალური ტრეილერი გამოაქვეყნა [ვიდეო]

14 მარტი, 2019 • 887
მარველმა Endgame-ის ფინალური ტრეილერი გამოაქვეყნა [ვიდეო]

მარველმა Avengers: Endgame-ის ფინალური ტრეილერი გამოაქვეყნა. ტრეილერის ქრონომეტრაჟი 2 წუთია და მასში გაერთიანებულია სცენები როგორც მარველის კინოსამყაროს ძველი ფილმებიდან, ასევე ნაჩვენებია ეპიზოდები Endgame-დან, რომლის პრემიერაც 26 აპრილს შედგება.

წინა ტრეილერების მსგავსად, ფილმის სიუჟეტის შესახებ ბევრ დეტალს მაყურებელი ვერც ბოლო ვიდეოდან იგებს, თუმცა მასში შეტანილია რამდენიმე სცენა, რომელიც ფანებს “დროში ნახტომის” თეორიის გარშემო სპეკულირების საშუალებას აძლევს.

ასევე ვხედავთ შურისმაძიებლების ახალ, თეთრ კოსტუმებს, რომლებიც რამდენიმე ფან-თეორიის მიხედვით, მარველის გმირებს კვანტურ რეალობაში გადაადგილებისთვის სჭირდებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი