5 დღეა გიგი გეგეჭკორს ოჯახი და მეგობრები უშედეგოდ ეძებენ

უკვე 5 დღეა ოჯახის წევრები და მეგობრები უშედეგოდ ეძებენ გიგი გეგეჭკორს. გიგის ზუსტი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.

შაბათს, 9 მარტს, გიგი წითელსოფელში იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. ინფორმაცია, თითქოს ის რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში, არ დადასტურდა.

ოჯახისა და მეგობრების ცნობით, 9 მარტის შემდეგ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია გიგის ადგილსამყოფლის შესახებ.

გიგი გეგეჭკორს ოჯახის წევრები, მეგობრები, სამართალდამცავები და მაშველები ყველა მიმართულებით ეძებენ როგორც დუშეთის რაიონში, ასევე, დედაქალაქში.

დაკარგული ახალგაზრდის ოჯახის წევრები და მეგობრები მოქალაქეებს სთხოვენ, იყვნენ ყურადღებით ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, რადგან უკანსკნელად გიგი ხუთი დღის წინ ნახეს გაურკვეველი მიმართულებით მიმავალი და შესაძლებელია ის ახლა ნებისმიერ ადგილზე იყოს.

გიგის აღწერილობა და დამახასიათებელი ნიშნები:

  • უკანასკნელად გიგის ეცვა შავი სპორტული შარვალი ტოტზე თეთრი ზოლებით, შავი მაისური და შავი პერანგი;
  • მას არ აცვია თბილი კურტკა, რამაც შეიძლება ყურადღება მიიქციოს მნახველებში;
  • გიგის მარცხენა ხელზე ჰქონდა მცირე ტრავმა.

გიგის მდგომარეობის და ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით პოლიციას (112). დაკარგული ახალგაზრდის ოჯახის წევრები და მეგობრები მადლობას უხდიან ყველას გულისხმიერებისთვის:

  • 592 20 30 00 – ნანა (დედა);
  • 571 11 69 96 ელენე (მეგობარი).

დააკვირდით ფოტოებს:

ოჯახი და მეგობრები გიგი გეგეჭკორს 5 დღეა უშედეგოდ ეძებენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.