ერევანში მყოფმა ზურაბიშვილმა აფხაზეთში სომხურ ეკლესიებზეც ისაუბრა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც, როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა,  “კანონის შესაბამისად, ასევე, ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა”.

,,ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში. ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას, ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის.
ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან განიხილა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების საკითხი, როგორც რეგიონულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი