ახალი ამბები

Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს

13 მარტი, 2019 • 1205
Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს

Facebook და Instagram მთელ მსოფლიოში შეფერხებით მუშაობს. Twitter-ზე სოციალურმა ქსელმა დაწერა, რომ მუშაობენ, რათა პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. Facebook-ის მომხმარებლები წერენ, რომ საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ვერ აზიარებენ.

“ვიცით, რომ მომხმარებელთა ნაწილს Facebook-ის აპლიკაციებთან წვდომის პრობლემა აქვს. ვმუშაობთ, რათა ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს,”-აცხადებენ კომპანიაში.

როგორც Verge წერს,  Instagram-ის შემთხვევაში საქმე უფრო ცუდად არის, რადგან პლატფორმაზე მომხმარებლის ანგარიშებზე არსებული ფოტოები არ იტვირთება, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში “სთორის” ფუნქციაც არ მუშაობს.

~

მასალების გადაბეჭდვის წესი