ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი დავით ქაცარავას აფრთხილებს

13 მარტი, 2019 • 1892
ცხინვალი დავით ქაცარავას აფრთხილებს

ოსური მხარე ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერს დავით ქაცარავას პროვოკაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს და აფრთხილებს.

“დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მოძრაობა “ძალა ერთობაშია” 15 მარტს ხურვალეთში დე ფაქტო საზღვართან პროვოკაციას გეგმავს. პროვოკატორების მთავარი ამოცანაა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისთვის მათ დასაკავებლად წინაპირობები და სახელმწიფო საზღვართან არასტაბილურობის კერა შექმნან.

მოძრაობის ლიდერი დ. ქაცარავა, რომელსაც პოლიტიკური ქულების დაწერა და დეპუტატობა სურს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მიზანმიმართულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიძლება დაშავდნენ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის განცხადებაში, რომელიც უწყებამ დღეს, 13 მარტს გაავრცელა.

დავით ქაცარავა თანამოაზრეებთან ერთად დე ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლებში ანტისაოკუპაციო აქციებს პერიოდულად მართავს .

რუსი სამხედროები მავთულხლართების მეორე მხარეს. ფოტო: დავით ქაცარავა

რუსი სამხედროები მავთულხლართების მეორე მხარეს. ფოტო: დავით ქაცარავა

მასალების გადაბეჭდვის წესი