ახალი ამბები

ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს

13 მარტი, 2019 • 796
ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს

ევროპარლამენტმა ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც დაგმობილია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაცია და ანექსია, მისი პირდაპირი და არაპირდაპირი ჩართულობა შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის აღმოსავლეთში და მისი განგრძობითი ძალადობა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების, დემოკრატიული პრინციპებისა და ფუნდამენტური უფლებების მიზანმიმართულ დარღვევას. მკაცრად გმობს ადამიანის უფლებების დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროპარლამენტი ადასტურებს თავის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი