ახალი ამბები

საქათმეში შეპარული მელა, სავარაუდოდ, ქათმების თავდასხმას ემსხვერპლა -The Guardian

13 მარტი, 2019 • 3003
საქათმეში შეპარული მელა, სავარაუდოდ, ქათმების თავდასხმას ემსხვერპლა  -The Guardian

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფრინველების ფერმაში, ქათმებმა, სავარაუდოდ, მელია მოკლეს, რომელიც საქათმეში შეპარვას ცდილობდა. ამის შესახებ The Guardian  წერს France Press-ზე დაყრდნობით.

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. ქათმების მეურნეობა ქალაქ ბრეტანის ერთ-ერთ აგრარულ სკოლას ეკუთვნის. როდესაც სტუდენტები დილის ტრადიციული შემოწმებისას საქათმეში შევიდნენ, კუთხეში მკვდარი მელიის სხეული აღმოაჩინეს.

ვარაუდობენ, რომ მელია საქათმეში წინა დღეს, საღამოს საათებში შეიპარა და შიგნით მომწყვდეული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მზის ჩასვლისას ავტომატურად დაიკეტა კარი, რომელიც სინათლეზე რეაგირებს.

“აქ იყო კოლექტიური ინსტინქტი და მათ მას[მელიას] ნისკარტებით შეუტიეს”, – აღნიშნავს ერთ-ერთი სტუდენტი პასკალ დენიელი.

აგრარული სკოლის ფერმაში განთავსებული ქათმების სახლები მთელი დღის მანძილზე ღიაა და ფრინველები დღის ძირითად ნაწილს ღია სივრცეში ატარებენ.

სტუდენტის თქმით,  მელია ქათმების ერთ-ერთ ასეთ სახლს მანამდეც “ესტუმრა”, თუმცა მაშინ ამბავი ფრინველებისათვის გაცილებით ცუდად დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი