ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ნაღმზე აფეთქების შედეგად ოფიცერი დაშავდა

5 სექტემბერი, 2014 • • 900
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ნაღმზე აფეთქების შედეგად ოფიცერი დაშავდა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, დაშავებული სამხედრო პირი ამჟამად სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ნაღმებზე ფეთქდებიან. 28 აგვისტოს სომხეთის იმავე ტერიტორიაზე ნაღმზე ოთხი სამხედრო მოსამსახურე აფეთქდა და მძიმედ დაშავდა. ისინი ამჟამადაც ერევნის კლინიკურ ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფებიან. 


სწორედ ნაღმზე აფეთქდა მიმდინარე წლის ივნისში მთიანი ყარაბაღის მცხოვრები, რომელიც ყანაში ტრაქტორით მუშაობდა. კიდევ ერთი შემთხვევა აპრილში მოხდა, როდესაც სასაზღვრო ზოლში ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. 

 

ამჟამად ნაღმებისა და ომის შემდგომ დარჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამო საომარი ხაზის ორივე მხარეს ათასობით სამეურნეო მიწა დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენება. სასაზღვრო ბაღები დიდი ხანია გამოუყენებელია, თუმცა მოსახლეობა საკუთარი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის მიუხედავად აკრძალულ ზონებში შესვლას აგრძელებს. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი