ახალი ამბები

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი ბრაკონიერმა მოკლა – საბუკო

12 მარტი, 2019 • 2552
გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი ბრაკონიერმა მოკლა – საბუკო

გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი ბრაკონიერმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის” (საბუკო) ავრცელებს.

“სამწუხაროდ, გვიწევს გაცნობოთ, რომ გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მართვე (სახელად SABU 03), რომელსაც საბუკომ 2017 წელს GPS გადამცემი დაუმაგრა, 2019 წლის 11 მარტს სოფელ ქვემო ბოდბის მიმდებარედ ბრაკონიერმა მოკლა. მის გვამს სწორედ ჩვენი გადამცემის საშუალებით მივაკვლიეთ”, – აცხადებს საბუკო.

ორგანიზაციის ცნობით, უკანასკნელ სამ წელიწადში 13 დანიშნული არწივიდან 11 სხვადასხვა მიზეზების გამო დაიღუპა.

როგორც საბუკო ამბობს, “სტატისტიკა მეტად დრამატულია და ჩვენი მხრიდან დაუყოვნებელ ქმედებებს მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი