ახალი ამბები

გორში დაკარგული მოზარდი თბილისში იპოვეს

12 მარტი, 2019 • 1294
გორში დაკარგული მოზარდი თბილისში იპოვეს

გორში დაკარგული მოზარდი თბილისში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ბავშვის ოჯახის განცხადებით, ბიჭი სახლიდან გუშინ, 11 მარტს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო სამუშაოებს დღის განმავლობაში აწარმოებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი