ახალი ამბები

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

12 მარტი, 2019 • 1942
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

მეხანძრე-მაშველი ლევან ოღაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

34 წლის ლევან ოღაძე ახმეტის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი