ახალი ამბები

თათრეთში პუტინს საფლავის ქვა დაუდგეს, ინსტალაციის ავტორი დააკავეს

12 მარტი, 2019 • 2228
თათრეთში პუტინს საფლავის ქვა დაუდგეს, ინსტალაციის ავტორი დააკავეს

თათრეთის ქალაქ ნაბერეჟნი ჩელნის სასამართლომ 28 დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა აქტივისტს, კარიმ იამადაევს, რომელმაც საგამოძიებო კომიტეტის წინ პუტინის საფლავის ინსტალაცია დადგა. ამის შესახებ Currenttime წერს. 

აქტივისტმა ინსტალაცია 10 მარტს შექმნა. მასზე, პუტინის ფოტოს ქვეშ – “1952−2019” წერია. პუტინი მართლაც 1952 წელსაა დაბადებული. აქტივისტი 11 მარტს დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი