ინტერნეტი 30 წლისაა – „ჩაურთე“ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს თუნდაც 1 ლარად

12 მარტს ინტერნეტს  30 წელი შეუსრულა. თარიღს ზეიმობენ ინტერნეტის შექმნელის – სერ ტიმ ბერნერს-ლის  მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები World Wide Web Foundation და Alliance for Affordable Internet (A4AI). პროექტი „ჩართე“ მოგვიწოდებს, შევუერთდეთ მსოფლიო კამპანიას #Web30 #ForTheWeb. როგორ? 

გახდით ონლაინ დონორი თუნდაც 1 ლარად და სულ რაღაც რამდენიმე წუთში და „ჩაურთეთ“ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს: https://charte.ge/

როგორ მუშაობს „ჩართე“?

„ჩართე“ ინოვაციური, მარტივი და გამჭვირვალე საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გახდეს ონლაინ დონორი და „ჩაურთოს“ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

დასარეგისტრირებლად საჭიროა 3 წუთი.

  • შედიხართ საიტზე https://charte.ge/
  • ირჩევთ სასურველ თანხას, რომელიც გსურთ, რომ ყოველთვიურად გადარიცხოთ;
  • არეგისტრირებთ საბანკო ბარათს.

დონორები იღებენ პროექტის გამჭვირვალობის ყოველთვიულ ანგარიშს თითოეული დანახარჯისა და აქტივობის აღწერით, ხოლო ბენეფიციარი მიიღებს ლეპტოპს, უფასო წვდომას ონლაინ კურსებზე და „ჩართეს“ გუნდის უწყვეტ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას.  პროექტს უკვე 500-მდე ყოველთვიური ონლაინ დონორი ჰყავს. ჩართულია 300-მდე სოციალურად დაუცველი უფროსკლასელი.

რატომ ინტერნეტი?
  • ინტერნეტი არის მსოფლიო ცოდნის უმთავრესი (და ხშირად ერთადერთი) წყარო და კომუნიკაციის, თვითგანვითარებისა და თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომლის გარეშეც დღეს წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
  • საქართველოში 78000 სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეა, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე.
  • საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ინტერნეტის გამოყენებასთან ერთად იზრდება მოსწავლის აკადემიური მოსწრება, ვითარდება კომპიუტერული უნარ-ჩვევები, იზრდება სოციალური კაპიტალი, დასაქმებისა და შემოსავლიანობის შანსები.
  • განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტის პენეტრაციის 10%-იანი ზრდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.35%-იან ზრდასთანაა კორელაციაში.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი