ახალი ამბები

საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საელჩოებს ხსნის

12 მარტი, 2019 • 619
საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საელჩოებს ხსნის

მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ვიეტნამში საქართველოს საელჩოები გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში ჯდება, რომელიც ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

მისი თქმით, სპარსეთის ყურის  და აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით დიდი პერსპექტივა არსებობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი