ახალი ამბები

გიორგი მუჯარიძის რეკორდი – ქართველი მძლეოსანი ევროპის ჩემპიონია

11 მარტი, 2019 • 1825
გიორგი მუჯარიძის რეკორდი – ქართველი მძლეოსანი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მძლეოსნობაში, გიორგი მუჯარიძემ ევროპის თასზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გიორგი მუჯარიძემ სლოვაკეთის ქალაქ შამორინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ევროპის თასზე ტყორცნებში 23-წლამდელთა შორის, საუკეთესო შედეგი 20.27 მეტრი დააფიქსირა, ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა და 15 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

გიორგი მუჯარიძე პირველი მძლეოსანია, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ამ რანგის შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი