11 მარტს, საღამოს, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 9-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.