ახალი ამბები

სასამართლომ “იბერია TV“-ს 18 ჟურნალისტისთვის 2 თვის ხელფასის ანაზღაურება დააკისრა – საია

11 მარტი, 2019 • 1233
სასამართლომ “იბერია TV“-ს 18 ჟურნალისტისთვის 2 თვის ხელფასის ანაზღაურება დააკისრა – საია

თბილისის საქალაქო სასამართლომ “იბერია TV“-ს დააკისრა 18 ჟურნალისტის შრომის ანაზღაურება. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია სასამართლოში აღნიშნული ჟურნალისტების ინტერესებს იცავდა. მათი ინფორმაციით, “იბერია TV“-ს დაევალა, მოსარჩელეებისთვის აენაზღაურებინა 2 თვის შრომის ოდენობის კომპენსაცია, 1 კვირის სახელფასო დავალიანება და მასზე დარიცხული პირგასამტეხლო, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი