ახალი ამბები

აშშ-ში ვიზიტორს, რომელიც იაგუარის ვოლიერზე სელფისთვის აძვრა, ცხოველი თავს დაესხა

11 მარტი, 2019 • 1913
აშშ-ში ვიზიტორს, რომელიც იაგუარის ვოლიერზე სელფისთვის აძვრა, ცხოველი თავს დაესხა

აშშ-ში, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში, იაგუარი ზოოპარკის ერთ-ერთ სტუმარს თავს დაესხა. The Guardian-ის ცნობით, პირი ცხოველის ვოლიერზე აძვრა და სელფის გადაღება სცადა.

30 წლამდე ადამიანს იაგუარმა მარცხენა ხელზე მიაყენა დაზიანებები. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

The Guardian ზოოპარკის თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს, რომ ისინი ცხოველს არც დააძინებენ და არც გაუშვებენ. მათი თქმით, იაგუარები გარეული ცხოველები არიან, ხოლო მათთან ურთიერთობისას უკიდურესი სიფრთხილე უნდა იყოს დაცული. მათივე თქმით, სწორედ უსაფრთხოების მიზნებისთვისაა აღმართული ზოოპარკში რამდენიმე მეტრის სიმაღლის ბარიერები ცხოველებსა და ვიზიტორებს შორის.

როგორც გამოცემა წერს, ვიზიტორი ვოლიერის კედლებზე აძრომის შემდეგ გალიაში ჩავარდა, მისი გადარჩენა კი ზოოპარკის სტუმერბმა შეძლეს. ერთ-ერთმა მათგანმა ცხოველის ყურადღება წყლის ბოთლით გაფანტა, ხოლო მეორემ, ის გალიიდან გამოიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი