ახალი ამბები

ამერიკელი ბიჭი კლასელისთვის ელექტრო სავარძლის საყიდლად ფულს 2 წელი აგროვებდა

10 მარტი, 2019 • 1294
ამერიკელი ბიჭი კლასელისთვის ელექტრო სავარძლის საყიდლად ფულს 2 წელი აგროვებდა

ამერიკელი თინეიჯერი არკანზასის შტატიდან 2 წელი ავტომობილების სახელოსნოში ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა, რათა შშმ კლასელისთვის ელექტრო სავარძელი ეყიდა.

CNN-ის მეირ გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდონ ქუალსს სკოლაში სიარული მექანიკური სავარძლით უწევდა მანამ, სანამ მისმა კლასელმა წლების განმავლობაში ნაგროვები ფულით ელექტრო სავარძელი არ უყიდა.

ამერიკული მედიის ცნობით, თანერ უილსონი სწავლის პარალელურად ნახევარ განაკვეთზე ავტომობილების სახელოსნოში 2 წლის განმავლობაში მუშაოდა და თანხას მეგობრისთვის სავარძლის საყიდლად ინახავდა.

როგორც მოზრადი CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მუშაობის დაწყება და თანხის შეგროვება თავიდანვე ამ მიზნით განიზრახა, თუმცა მეგობრისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ელექტრო სავარძელი ბრენდონისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი