ახალი ამბები

ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი და სხვები – თაკო ჩარკვიანმა გუნდი წარადგინა

10 მარტი, 2019 • 3121
ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი და სხვები – თაკო ჩარკვიანმა გუნდი წარადგინა

დღეს, 10 მარტს თაკო ჩარკვიანმა მისი ახალი პარტიის “კანონი და სამართლის” დამფუძნებელ ყრილობაზე საკუთარი გუნდი წარადგინა. ჩარკვიანმა მხარდამჭერებს საკუთარი გუნდის წევრებად წარუდგინა ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია და მარი საველიძე.

ჩარკვიანის თქმით, მისი პარტია მზადაა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ითანამშრომლოს.

თაკო ჩარკვიანი იყო გაერთიანებული ოპოზიციის წევრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მხარს უჭერდა გრიგოლ ვაშაძეს.

პუბლიცისტი იყო ჩართული გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში და როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ხვდებოდა. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა სწორედ მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრების შემდეგ მიიღო.

2018 წლის 1 დეკემბერს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. მალევე პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი დააკავა, რომლებსაც 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი