ახალი ამბები

ჯექსონის ფანები ბრალდებებს ბანერებით პასუხობენ

10 მარტი, 2019 • 1421
ჯექსონის ფანები ბრალდებებს ბანერებით პასუხობენ

მაიკლ ჯექსონის მხარდამჭერები გარდაცვლილი პოპ ვარსკვლავის შესახებ პედოფილიის ბრალდებებს ბანერებით პასუხობენ.

როგორც  CNN წერს, მომღერლის მხარდამჭერებმა ლონდონის ავტობუსებზე ბანერები გააკრეს წარწერით “ფაქტები, ადამიანებისგან განსხვავებით, არ იტყუება”.

ბანერები ლონდონში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბრიტანეთში დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა, რომელშიც ორი კაცი პოპის ლეგენდას მათზე ძალადობაში ადანაშაულებს.

“პოპის მამას”, მაიკლ ჯექსონს, რომელიც 2009 წელს დაიღუპა, პედოფილიაში სდებენ ბრალს.

ამერიკულ არხ HBO-ზე გასულ დოკუმენტურ ფილმში ორი კაცი — ვეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩუკი — ამბობს, რომ მაიკლ ჯექსონი მათზე წლების განმავლობაში ძალადობდა. როგორც გამოცემა Vox წერს, ამ დოკუმენტურმა ფილმმა შეიძლება,”სამუდამოდ შეცვალოს პოპის მეფის მემკვიდრეობა”.

 

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში სდებენ ბრალს

მასალების გადაბეჭდვის წესი