ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში ქალთა მხარდამჭერ აქციას პოლიციამ ხელი შეუშალა

10 მარტი, 2019 • 1054
ბაქოში ქალთა მხარდამჭერ აქციას პოლიციამ ხელი შეუშალა

აზერბაიჯანის პოლიციამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციის მონაწილე აქტივისტ ქალებს შეკრების უფლება არ მისცა. პოლიციის ცნობით, აქცია არ იყო სანქცირებული. თუმცა, აქციის მონაწილეები აცხდებენ, რომ სადღესასწაული აქციებს შეთანხმება არ სჭირდება.

აქციის მონაწილე ქალები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული მარშის მიზანი ოჯახში ძალადობის თემაზე ყურადღების მიქცევა იყო. მათ მოუწოდეს ქალებს გაერთიანებისკენ, რათა “საზოგადოება პატრიარქატისგან იხსნან, ქალების ხმა გააგონონ და კაცების ჰეგემონიისგან დაიცვან”.

“ყოველ დღე აზერბაიჯანში 100 ქალდ მაინც კლავენ საყოფაცხოვრებო ძალადობის ნიადაგზე. კიდევ უფრო მეტი ძალადობის ფაქტი კი დაფარულია და ოფიციალური საჩივრებიც არ არსებობს. ცემის, სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების მსხვერპლი ქალები ვერ იღებენ საჭირო მხარდაჭერას. ამიტომაც, ამ დღეს რომელიც ქალების საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას უკავშირდება, ჩვენ გამოვდივართ ძალადობის წინააღმდეგ”,-  აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები გემგავდნენ ბაქოში მეტრო “ნიზამის” სადგურიდან მარშით გადაადგილებას, თუმცა, უკვე 7 მარტს პოლიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აფრთხილებდა მონაწილეებს რომ აქცია არ იყო შეთანხმებული ქალაქის ხელმძღვანელიბასთან და შესაბამისად, ვერ გაიმართებოდა.

დათქმულ დროს უკვე 50 შეკრებილ აქტივიტს პოლიციამ გადაადგილება შეუზღუდა. პოლიციის მეთაურმა ქალებს მოსთხოვა დაშლილიყვნენ. როგორც პოლიციას აქციის მონაწილემ, გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ განუცხადა, მათ კანონით სადღესასწაულო ღონისძიებების შეკრებაზე ნებართვა არ სჭირდებათ. თუმცა, სამართალდამცველებმა მაინც შეუზღუდეს შეკრების უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი