ახალი ამბები

13 წლის გოგო ამბობს, რომ ბიძა სექსუალურად ავიწროებდა

9 მარტი, 2019 • 2473
13 წლის გოგო ამბობს, რომ ბიძა სექსუალურად ავიწროებდა

13 წლის გოგოს თანახმად, ბიძა, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, მას სექსუალურად ავიწროებდა. რუსთავი 2-ის ცნობით, გოგომ სკოლაში მასწავლებლებს უთხრა, რომ ბიძა (მამის ძმა) სხეულზე ეხებოდა და ეფერებოდა. მათივე ცნობით, სკოლის ადმინისტრაციამ ამის შესახებ ჯერ ბავშვის ოჯახს, შემდეგ კი პოლიციასა და სოციალურ სამსახურს შეატყობინა.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ საქმეზე გამოძიება გარყვნილი ქმედების მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს და ბიძას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

ბავშვის მამამ რუსთავი 2-ს უთხრა, რომ ის სახლში ძმასთან ერთად ცხოვრობს.

“მე ჩემ ძმას ვერ ვეტყვი, სახლში არ მოხვიდე-მეთქი”, – ამბობს ბავშვის მამა. ტელევიზიის ცნობითვე, 13 წლის გოგო, დაახლოებით, ერთი კვირაა, დედასთან ერთად სხვა რეგიონში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი