ახალი ამბები

რუსეთის საგარეო: შერემეტიევოს აეროპორტში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ბომბი აღმოუჩინეს

9 მარტი, 2019 • 901
რუსეთის საგარეო: შერემეტიევოს აეროპორტში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ბომბი აღმოუჩინეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 9 მარტს მოსკოვის შემერეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის ბარგში “ბომბის მსგავსი ობიექტი” აღმოაჩინეს.

სამინისტროს თანახმად, ბომბს დეტონატორი ჰქონდა, თუმცა არა ასაფეთქებელი ნივთიერებები. გამოცემა Tass-ის ცნობით, საგარეომ ამ ინციდენტს “პროვოკაცია” უწოდა.

ტასის თანახმადვე, აშშ-ის საელჩოს დაუყოვნებლივ აცნობეს ინციდენტის შესახებ. აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ნიუ-იორკში გამგზავრების უფლება მისცეს. აშშ-ს საელჩო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ინციდენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი