ახალი ამბები

2021 წლიდან აშშ-ის მოქალაქეებს ევროპაში სამოგზაუროდ ვიზა დასჭირდებათ

9 მარტი, 2019 • 2598
2021 წლიდან აშშ-ის მოქალაქეებს ევროპაში სამოგზაუროდ ვიზა დასჭირდებათ

2021 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ ვიზები დასჭირდებათ.

ევროკავშირმა 8 მარტს განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ მოუწევთ აიღონ ახალი ტიპის ვიზა — ETIAS-ი (“ევროპაში სამოგზაურო საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა”). ეს ვიზა მათ შენგენის ზონაში სამოგზაუროდ დასჭირდებათ.

ამჟამად აშშ-ის მოქალაქეებს შეუძლიათ, ვიზის გარეშე შენგენის ზონაში წელიწადის განმავლობაში 90 დღის დარჩნენ. ETIAS ვიზები სამი წლის ვადით გაიცემა. ETIAS-ი 7.90 ევრო ეღირება და მისი აღება მარტივად იქნება შესაძლებელი.

ETIAS-ის ვებგვერდის თანახმად, ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად მიიღო, რათა “თავი აარიდოს ნებისმიერ პრობლემას არალეგალურ იმიგრაციასთან და ტერორიზმთან დაკავშირებით”.

შენგენის ზონა 26 ევროპულ ქვეყანას მოიცავს, რომლებში გადაადგილებაც თავისუფლადაა შესაძლებელი, მათ შორის ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი. საქართველოს მოქალაქეებმა (შენგენის ზონა) უვიზოდ მიმოსვლის უფლება 2017 წლის გაზაფხულზე მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი