ბესელია: მთავრობაში მოსამართლეებზე მხოლოდ კვირიკაშვილს ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია

ეკა ბესელიას განცხადებით, მთავრობაში ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვისაც მოსამართლეებზე, დეპუტატის შეფასებით, ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. განცხადება ამის შესახებ ბესელიამ ტელეკომპანია პირველის გადაცემაში “პირველები” გააკეთა:

“ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა კვირიკაშვილის თაობაზე. როდესაც მოსამართლეთა რეფორმის თაობაზე მეკითხებიან, სად ვიყავით მაშინ და მე ვამბობ, რომ შიგნით მქონდა ჭიდილი ამ საკითხზე, ერთადერთი, ვინც მახსოვს მე მთავრობის მაღალი პოლიტიკური დონეებიდან, იყო პრემიერი კვირიკაშვილი, რომელსაც ჰქონდა ჯანსაღი და სწორი პოზიცია ამ თემებზეზე. შეიძლება შემდეგ შეთქმულების თეორიაში გადაიტანეს ეს და ვიღაცამ ამაზე შეთქმულების თეორია შეთხზა, მაგრამ მე მახსოვს, რომ მისი პოზიცია იყო ჯანსაღი”,  -თქვა ბესელიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.