ახალი ამბები

40 წლის წინ ირანელი ქალები სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ აჯანყდნენ

8 მარტი, 2019 • 3522
40 წლის წინ ირანელი ქალები სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ აჯანყდნენ

40 წლის წინ, 1979 წლის 8 მარტს, თეირანის ქუჩებში, მასშტაბურ დემონსტრაციაზე, ათობით ათასი ქალი და კაცი გამოვიდა. მოქალაქეების გაბრაზების მიზეზი იყო ირანის სათავეში ახლად მოსული ლიდერის –  აიათოლა ხომეინის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყველა ქალს, განურჩევლად რელიგიისა და ეთნიკური კუთვნილებისა, თავსაბურავი უნდა დაეხურა.

იმ დღეს ირანის დედაქალაქის ქუჩებში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო მსვლელობის ცნობილი ფოტოების ავტორი, ჰენგამე გოლესტანი ამბობს:

“ეს იყო დიდი დემონსტრაცია ქალებითა და კაცებით, ყველა პროფესიის წარმომადგენლით – სტუდენტებით, ექიმებით, იურისტებით… ჩვენ ვიბრძოდით როგორც პოლიტიკური და რელიგიური, ასევე ინდივიდუალური თავისუფლებისთვის”.

ჰენგამე გოლესტანი ერთ-ერთი პირველი ირანელი ქალი ფოტოგრაფია. ეს კი მისი ყველაზე ცნობილი ფოტო 40 წლის წინანდელი დემონსტრაციიდან:

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

The Guardian-თან შთამბეჭდავ პროტესტზე საუბრისას, ფოტოში მოხვედრილი ადამიანების განწყობას იხსენებს, რომლებიც იმ დღეს დედაქალაქის ქუჩებში ახლად მოსული ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ

“ეს[ფოტო] გადაღებულია დემონსტრაციის დასაწყისში. ქალების ჯგუფთან ერთად მივდიოდი, რომლებიც საუბრობდნენ და ხუმრობდნენ. ყველა ბედნიერი იყო, როცა ფოტოს ვუღებდი. შეგიძლიათ, დაინახოთ მათ სახეებზე, როგორი გახარებულები და ძლიერები იყვნენ. ირანის რევოლუციამ გვასწავლა, რომ თუ რაღაც გვინდა, უნდა გავიდეთ ქუჩაში და მოვითხოვოთ. ხალხი ძალიან ბედნიერი იყო – მახსოვს, ექთნების ჯგუფმა კაცების მანქანა გააჩერა და უთხრა: ჩვენ გვინდა თანასწორობა, ამიტომ [თქვენც] გაიკეთეთ თავსაბურავები!” ყველა იცინოდა”, – იხსენებს ის.

ფოტოგრაფის თქმით, ეს იყო ბოლო დღე, როცა ქალებმა თეირანის ქუჩებში თავზე დაუხურავად გაიარეს. დღე, როცა რევოლუციით მოსული ლიდერების მიმართ პირველად გამოიხატა იმედგაცრუება, რადგან ხალხმა ვერ მიიღო ის, რაც სურდათ. იმედგაცრუებამ მოიტანა პროტესტი, შემართება და სოლიდარობა, რაც ქვემოთ მოცემულ ფოტოებზეც კარგად ჩანს.

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

დემონსტრაცია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. თეირანი, ირანი 08.03.79 ფოტო: ჰენგამე გოლესტანი

ირანელი ქალების წინააღმდეგობის მოძრაობა არ გამქრალა. “ჩემი ფარული თავისუფლება” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელმაც ბოლო წლებში უამრავი ქალი და კაცი სავალდებულო ჰიჯაბისა და ისლამური რესპუბლიკის მიერ დაკანონებული დოგმების წინააღმდეგ გააერთიანა.

ჟურნალისტ და აქტივისტ მასიჰ ალინეჟადის მიერ ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, ქალები საჯაროდ იხსნიან ჰიჯაბებს, ეწინააღმდეგებიან პოლიციისა თუ მთავრობის მხარდამჭერების ძალმომრეობას, ყოველივე ამას იღებენ და ინტერნეტში ათავსებენ.

დღეს, 2019 წლის 8 მარტს, ირანელმა ქალებმა სპონტანური პროტესტი რამდენიმე ადგილას გამოხატეს. შესაბამისი კადრები კამპანიის გვერდზე განთავსდა.

“ჩავიცვამ იმას, რაც მსურს!” – ირანელი ქალების კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი