ახალი ამბები

დააკავეს არასრულწლოვანი, რომელსაც ძარცვისას სიგარეტისა და მობილურის გატაცებას ედავებიან

8 მარტი, 2019 • 735
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელსაც ძარცვისას სიგარეტისა და მობილურის გატაცებას ედავებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციამ ძარცვის 3 ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი არასრულწლოვანი.

გამოძიების ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებულმმა არასრულწლოვანმა თბილისში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

პოლიციისვე განცხადებით, დაკავებულმა გამოკითხვისას მიერ იმავე დღეს ჩადენილი ძარცვის კიდევ ორი ფაქტი აღიარა.

კერძოდ, არასრულწლოვანი ალ.ყაზბეგის გამზირზე მდებარე სავაჭრო ჯიხურებიდან რამდენიმე კოლოფ სიგარეტს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

გამოძიება ძარცვის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი