ახალი ამბები

ჰააგაში ტროტუარზე ქართული ანდაზა ამოტვიფრეს

7 მარტი, 2019 • 1497
ჰააგაში ტროტუარზე ქართული ანდაზა ამოტვიფრეს

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლად გახსნილი გზის ტროტუარზე ქართული  ანდაზა – “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო” ამოტვიფრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“აღსანიშნავია, რომ ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლად გახსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში – ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის.

ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ,პროექტი საზეიმო ვითარებაში  ფართო საზოგადოებას წარუდგინეს”, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი