ახალი ამბებირეკლამა

ვერაზე მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

7 მარტი, 2019 • 1705
ვერაზე მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

ვერაზე, ინოლა გურგულიას ქ. №1-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედელები გამაგრდება. ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

სამუშაოების მიმდინარეობას მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე მოდგილესთან, არჩილ ხარებავასთან ერთად გაეცნო.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 176 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი