ახალი ამბები

თიბისი ბანკის საქმის წინასწარ დანაშაულად მოხსენიება ზიანს აყენებს ბანკს – თიბისი

7 მარტი, 2019 • 1295
თიბისი ბანკის საქმის წინასწარ დანაშაულად მოხსენიება ზიანს აყენებს ბანკს – თიბისი

“თიბისი ბანკმა” დღეს, 7 მარტს, განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდებს ყველას, ბანკთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში ნუ გაავრცელებენ განცხადებებს.

“საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, “თიბისი ბანკის” მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის  რეპუტაციას. სადავო ტრანზაქციასთან დაკავშირებით თიბისი ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია”, – აცხადებს ბანკი და მიუთითებს ეროვნულ ბანკთან ერთად 21 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაზე, რომლითაც “საკითხი ამოიწურა”.

“ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ  მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის დაობიექტურობის მაღალი სტანდარტი”, – აცხადებს “თიბისი” და აღნიშნავს, რომ ის 2 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება და მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი