ახალი ამბები

სახელმწიფო უწყებების საკომუნიკაციო მომსახურების სურვილი მხოლოდ “ბილაინმა” გამოთქვა

7 მარტი, 2019 • 1221
სახელმწიფო უწყებების საკომუნიკაციო მომსახურების სურვილი მხოლოდ “ბილაინმა” გამოთქვა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საკომუნიკაციო მომსახურეობის ტენდერში მხოლოდ “ბილაინი” მონაწილეობს.

წინადადებების მიღება გუშინ, 6 მარტს დასრულდა და ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ შპს “ვიონი საქართველომ” (ბრენდული სახელწოდებით “ბილაინი”) გამოთქვა.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ფიჭური სატელეფონო მომსახურება სახელმწიფო  სტრუქტურებში დასაქმებული 260 000 აბონენტისთვის.

ტენდერი ამჟამად შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საკომუნიკაციო მომსახურეობის ტენდერში მხოლოდ “ბილაინი” მონაწილეობს. 2018-19 წლების მომსახურების შესყიდვის ტენდერში თავდაპირველად მხოლოდ “ბილაინი” მონაწილეობდა. თუმცა მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიჩნია, რომ “ბილაინი” სახელმწიფო კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებისთვის პირობებს ვერ აკმაყოფილებდა, ტენდერი ჩაიშალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი