ახალი ამბები

შელაპარაკებისას რესტორანში ხუთი ადამიანი დაჭრეს

31 აგვისტო, 2014 • • 1019
შელაპარაკებისას რესტორანში ხუთი ადამიანი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  5 პირია დაკავებული, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნახილით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობის მუხლია, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებითაა ჩადენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუხლი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

რესტორნის მენეჯერი ნანა მინდორაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას ამბობს, რომ დაპირისპირებაში შსს-ს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილი. შსს-ში მათი თანამშრომლების დაპირისპირებაში მონაწილეობას არ ადასტურებენ. 

 

როგორც საგამოძიებო უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, დაჭრილი პირებიდან ოთხი უკვე სახლში დაბრუნდა, ხოლო ერთი საავადმყოფოში რჩება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი