ახალი ამბები

შუამავალი წავიდა შესახვედრად და დაბრუნდა წერილით – ხაზარაძის ადვოკატი

6 მარტი, 2019 • 1189
შუამავალი წავიდა შესახვედრად და დაბრუნდა წერილით – ხაზარაძის ადვოკატი

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, ბიზნესმენმა პროკურატურაში შუამავლის ვინაობა იმიტომ არ დაასახელა, რომ ეს მასთან შეთანხმებული არ ჰქონია. ამის შესახებ  ზვიად კორძაძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში, “საქმის კურსში” განაცხადა.

ადვოკატის თქმით, შუამავალი წავიდა შეხვედრაზე და წერილით დაბრუნდა:

“შუამავალი არ არის გიორგი გახარიას ახლობელი, არც სამინისტროში მუშაობს. მეტს ვერაფერს გეტყვით […]. როგორც მამუკამ განმარტა, შუამავალი წავიდა შესახვედრად და დაბრუნდა წერილით. ეს არ ყოფილა მეორე დღეს, ეს არ ყოფილა ისე, რომ დილით წავიდა და საღამოს… ის ელოდებოდა ოფისში. წავიდა, შეხვდა და დაბრუნდა”, – აცხადებს ზვიად კორძაძე.

ამავე თემაზე:

ადვოკატი ადასტურებს, რომ ხაზარაძემ 2 ნოემბერს განცხადება მუქარის გამო გაავრცელა

მასალების გადაბეჭდვის წესი