ახალი ამბები

“შესაძლოა წერილი ხელისუფლებამ წაიღოს” — პენცენტრის მხარდაჭერა ტვ პირველს და არტარეას

6 მარტი, 2019 • 1101
“შესაძლოა წერილი ხელისუფლებამ წაიღოს” — პენცენტრის მხარდაჭერა ტვ პირველს და არტარეას

საქართველოს პენცენტრი აცხადებს, რომ სრულ და უპირობო თანადგომას უცხადებენ ტელეკომპანია “პირველსა” და თიბისი “არტარეას”, რომლებიც, როგორც პენცენტრი წერს, ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ცნობით, აღმოჩნდნენ ხელისუფლების დარტყმის სამიზნეები.

“გვჯერა, რომ გამოხატვის თავისუფლების გზა გადის თავისუფალ და მიუკერძოებელ მედიაზე, რის მაგალითიც არის ორივე ზემოხსენებული ტელევიზია. როდესაც საქმე ეხება მედიისა და ხელისუფლების დაპირისპირებას, ნდობის ისარი მედიის მხარესაა, მტკიცების ტვირთი კი ხელისუფლებას აწევს”, – წერს ორგანიზაცია.

პენცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, “მონახოს ყველა გზა, რითაც მოქალაქეებს დაგვარწმუნებს, რომ მედიასაშუალებებს საფრთხე არ ემუქრება და ადეკვატური რეაქცია შეაგებოს მინისტრ გახარიას მიერ (სავარაუდოდ) გაგზავნილ წერილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობთ, რომ შესაძლოა, წერილი თავად ხელისუფლებამ წაიღოს”.

ნახეთ დეტალები:

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

 

ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი