ახალი ამბები

ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

6 მარტი, 2019 • 1827
ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც პროკურატურამ დღეს გაასაჯაროა, იმ დოკუმენტის სრული ვერსიაა, რომლის შესახებაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ისაუბრა.

როგორც ადვოკატმა ნეტგაზეთს უთხრა, პროკურატურამ თავიდანვე იცოდა, რომ წერილის დედანი ლონდონში იყო გაგზავნილი, სადაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა მასზე ვინმეს თითის ანაბეჭდი და არ შეიცავდა სხვა მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს. მიუხედავად ამისა, ადვოკატის თქმით, სასამართლოში ხაზარაძის დაკითხვა გუშინ, 5 მარტს, 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა:

“არათუ შთაბეჭდილება მრჩება, არამედ თქვა პროკურატურამ, რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებს.  ჩემთვის გაუგებარია ეს პოზიცია იმიტომ, რომ გუშინ დაკითხვა გრძელდებოდა 2 საათის განმავლობაში. თუ პროკურატურას მიაჩნდა, რომ თუ ამ წერილის გარდა სხვა მტკიცებულები არ ჰქონდა და არ უნდა გაეგრძელებინა საქმე, რა საჭირო იყო ის კითხვები, რომლებიც დაისვა?!

მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ ამ წერილზე ესაუბრა ბიზნესმენებს შეხვედრაზე. [დაკითხვაზე] ისაუბრა იმ საღამოს შესახებ, როცა მიიღო ეს წერილი და ჩაეკითხნენ იმ ადამიანების გვარებზე, ვისაც ამაზე ესაუბრა. აღნიშნა [ხაზარაძემ], რომ ელჩებთან ჰქონდა ამაზე საუბარი. თუ არ აპირებდა პროკურატურა ამაზე მეტი არაფრის გაკეთებას, თავიდანვე იცოდა, რომ წერილის დედანი გაგზავნილი იყო ლონდონში და რაზე გაგრძელდა დაკითხვა, რატომ არ გამოიკითხა ის ხალხი, ვისი გვარებითაც დაინტერესდნენ, ჩემთვის გაუგებარია”, – ამბობს ადვოკატი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

კორძაძის თქმით, თუ ლონდონში დადგინდება წერილზე თითის ანაბეჭდების არსებობა, ამ ინფორმაცაის საგამოძიებო უწყებებს მიაწვდიან:

“ერთადერთი, რაც შეიძლება დადგინდეს  ლონდონში, არის თუ არა წერილზე რაიმე თითის ანაბეჭდი. შემდეგ ეს გამოძიებას წარედგინება და ის გაარკვევს, ვის ეკუთვნის.

მამუკა ხაზარაძემ, მას რაც ეხებოდა, შეასრულა და 2 ნოემბერს ის გამოვიდა და არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან ესეც განმარტა [დაკითხვაზე] “, – ამბობს ზვიად კორძაძე

კითხვაზე, როგორ აფასებს ადვოკატი უწყების მიერ წერილის გასაჯაროებას, რომლის გავრცელებაზეც თავად მამუკა ხაზარაძე უარს ამბობდა, კორძაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება კარგია.

ვრცლად წაიკითხეთ:

ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

ლონდონში შეიძლება გაირკვეს, არის თუ არა წერილზე რაიმე ანაბეჭდი – ხაზარაძის ადვოკატი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი