ახალი ამბები

წერილს დამოუკიდებელი არხის გაკონტროლების სურვილად აღვიქვამთ – “ტვ პირველი”

6 მარტი, 2019 • 1555
წერილს დამოუკიდებელი არხის გაკონტროლების სურვილად აღვიქვამთ – “ტვ პირველი”

გამოქვეყნებული წერილის შინაარსი “ტვ პირველის” მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპიდრნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს, – ასე ეხმაურება “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

“მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის, გადმოეცა ჩვენთვის გზავილი “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით… “ტვ პირველის” 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ “ტვ პირველი” მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავენ არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუნქტურასა და “ტრენდს”, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია”, – წერს ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე.

მისი თქმით, არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს პოლიტიკური კალენდრის მიხედვით არასდროს შეიცვლება. 

“P.S. ეს კინო უკვე ნანახი მაქვს… პირველი სერია გადავიტანეთ”, – წერს წერეთელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი