ახალი ამბები

ეჭვი არ მეპარება რომ ხაზარაძემ არჩევნების წინ მსგავსი გზავნილები მიიღო – სამადაშვილი

6 მარტი, 2019 • 939
ეჭვი არ მეპარება რომ ხაზარაძემ არჩევნების წინ მსგავსი გზავნილები მიიღო – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მედიაზე კონტროლის დამყარება სურს და პროკურატურის მიერ გავრცელებულმა წერილმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

“ეჭვი არ მეპარება, რომ მამუკა ხაზარაძემ არჩევნების წინ მსგავსი გზავნილები მიიღო. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის მედიასივრცეზე სრული კონტროლის დამყარება და ეს წერილი ამ მცდელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ზუსტად რუსული პოლიტიკური სივრცის ანალოგის შექმნას ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება და ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რა მეთოდებით მუშაობს დღევანდელი ხელისუფლება,”-ამბობს სამადაშვილი.

დღეს, 6 მარტს, პროკურატურამ იმ წერილის ასლი გაასაჯაროვა, რის შესახებაც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა. წერილში საუაბრია ტელეკომპანია პირველზე, რომ მას “იმედის” მსგავსი სარედაქციო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. როგორც ცნობილია, არჩევნების პერიოდში იმედი “საგანგებო რეჟიმზე” გადავიდა. ამასთან, წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძემ უნდა ისაუბროს იმ მძიმე “პირობებზე”, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ბიზნესს უწევდა ყოფნა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც უწყების მტკიცებით, იმ წერილის ნაწილია, რის შესახებაც მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, ასევე ნახსენებია “არტარეა”. “არტარეას” უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი”. სატელევიზიო არხი თიბისი ბანკთან არის დაკავშირებული.

4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი