ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად სამხედროები დაშავდნენ

29 აგვისტო, 2014 • • 1073
სომხეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად სამხედროები დაშავდნენ

ამჟამად დაშავებულები ერევნის ცენტრალურ კლინიკურ ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ. ექიმები მათ მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ. დეტალები ჯერ კიდევ ირკვევა.  


ამჟამად ნაღმებისა და ომის შემდგომ დარჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების გამო საომარი ხაზის ორივე მხარეს ათასობით სამეურნეო მიწა დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენება. სასაზღვრო ბაღები დიდი ხანია გამოუყენებელია, თუმცა მოსახლეობა საკუთარი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის მიუხედავად აკრძალულ ზონებში შესვლას აგრძელებს. 


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ნაღმებზე ფეთქდებიან. სწორედ ნაღმზე აფეთქდა მიმდინარე წლის ივნისში მთიანი ყარაბაღის მცხოვრები, რომელიც ყანაში ტრაქტორით მუშაობდა. კიდევ ერთი შემთხვევა აპრილში მოხდა, როდესაც სასაზღვრო ზოლში ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი