ახალი ამბები

ზურაბიშვილის თქმით, პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში კარგი საკონფერენციო სივრცე იქნება

6 მარტი, 2019 • 1121
ზურაბიშვილის თქმით, პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში კარგი საკონფერენციო სივრცე იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შეიძლება საკონფერენციო სივრცედ იქნეს გამოყენებული.

“ჩვენი ქვეყნის მიმართ შექმნილი მაღალი ინტერესიდან და მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, განვითარების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საკონფერენციო ტურიზმი. ამ კუთხით ქუთაისში უკვე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის საკონფერენციო ცენტრი, კერძოდ, ყოფილი პარლამენტის შენობა. საკონფერენციო დანიშნულებისთვის მას არ სჭირდება რადიკალური ტრანსფორმაცია. ამავე დროს, ეს იქნება ყველაზე სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის და ქუთაისის ინფრასტრქტურა – დღეს უკვე აეროპორტი, რკინიგზა და ავტობანი – აკმაყოფილებს ამ ცენტრისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას”, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკონფერენციო სივრცესთან დაკავშირებული იქნება წყალტუბოს სასტუმროების ქსელი.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ საქართველო მსოფლიოსთვის მიმზიდველი უნდა გახდეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, უნდა შეიქმნას ენათმეცნიერების ცენტრი, სადაც კავკასიურ ენებს შეისწავლიან, ასევე, უნდა განვითარდეს არქეოლოგია.

ენმ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

მასალების გადაბეჭდვის წესი