ახალი ამბებიეკონომიკა

თებერვალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 25%-ით გაიზარდა

6 მარტი, 2019 • 2317
თებერვალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრების ნაკადი 25%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში – 625,236 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 500,687 მგზავრი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, თებერვალში მგზავრების ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238,445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 210,802 მგზავრი ). ასევე, 2 თვეში ზრდამ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13% შეადგინა (2018 წელი 433,202 მგზავრი).
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების ნაკადი 2019 წლის თებერვალში 111%-ით გაიზარდა და 47,573 მგზავრი შეადგინა (2018 წლის თებერვალში 22,514 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის მონაცემებს, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103,468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112%-ით მეტია. (2018 წლის 2 თვე 48,859).
  • ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში; 2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14,278-მა მგზავრმა ისარგებლა. რაც 87%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი 7,625 მგზავრი). რაც შეეხება 2 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრების ნაკადი 67%-ით გაიზარდა და 30,251 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 18,129 მგზავრი).
  • რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი – 107 მგზავრი).
  • ამბროლაურის აეროპორტით 2019 წლის თებერვალში 35 -მა მგზავრმა ისარგებლა, სულ კი 6 რეისი შესრულდა. რაც 30% -ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი – 27 მგზავრი, 3 რეისი მგზავრების ზრდა 30%).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, ჯამში, ბოლო 2 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 80%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი – 497).

მასალების გადაბეჭდვის წესი