ახალი ამბები

მოქალაქემ თბილისში, პოლიციის შენობის წინ თავის დაწვა სცადა

5 მარტი, 2019 • 1370
მოქალაქემ თბილისში, პოლიციის შენობის წინ თავის დაწვა სცადა

ერთ-ერთმა მოქალაქემ თბილისში, პოლიციის შენობის წინ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა.

ამის ამსახველ ვიდეოს რუსთავი 2 ავრცელებს. ის გადარჩა. პოლიციის ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და  პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევისთვის საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ თვითმკვლელობამდე მიყვანის  მუხლით [115] დაიწყო გამოძიება .

შსს ამ ფაქტზე ასეთ განცხადებას  ავრცელებს:

“ერთ-ერთმა მოქალაქემ დღეს, დღის განმავლობაში, თემქის პოლიციას მომართა და განაცხადა, რომ მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, რომლის ფარგლებში ჩატარდა მისი გამოკითხვა. გამოკითხვის შემდეგ მოქალაქემ დატოვა პოლიციის შენობა. მოგვიანებით 112-ზე შევიდა იგივე მოქალაქისგან შეტყობინება, რომ ის პოლიციელთა მხრიდან არის ზეწოლის ობიექტი და ამიტომ აპირებს თავის მოკვლას. შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციამ დაიწყო მისი ადგილსამყოფელის დადგენის და სიცოცხლის უსაფრთხოების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. თემქის პოლიციის შენობასთან დაახლოებით 19:00 საათისთვის მოქალაქე დაბრუნდა მედიასაშუალების წარმომადგენლებთან ერთად და თავის დაწვა სცადა”. 

რუსთავი 2 -ის ცნობით, პირი, რომელმაც თავის დაწვა სცადა, ინციდენტამდე  ინტერვიუ ტელეკომპანიას მისცა, სადაც თქვა, რომ პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ მის მოთხოვნაზე, ამიტომ მას ჰქონდა გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედა. აღნიშნული პირი ამბობდა, რომ პოლიციელები მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი