ახალი ამბები

ღარიბაშვილი “მოგონილს” უწოდებს ცნობას კალაძესთან დაპირისპირების შესახებ

5 მარტი, 2019 • 759
ღარიბაშვილი “მოგონილს” უწოდებს ცნობას კალაძესთან დაპირისპირების შესახებ

ირაკლი ღარიბაშვილი “მოგონილ თემას და პროვოკაციას” უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მასსა და კახა კალაძეს შორის დაპირისპირება არსებობს.

ღარიბაშვილის თქმით, ამ ინფორმაციას არავითარი საფუძველი არ აქვს.

“მე და კახა 2011 წლიდან მოვდივართ… ისეთი პერიოდი გავიარეთ ერთად, რომ ბევრი არ მოიძებნება პარტიაში ასეთი. ახლო მეგობრობაც გვაქვს. ურთიერთობაც არ გაგვიწყვეტია თანამდებობის დატოვების შემდეგ”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გაუგებარია, რის გამო უნდა ჰქონოდა დაპირისპირება კალაძესთან, რადგან 2013 წლიდან მას ივანიშვილის შემდეგ ყველაზე დიდი ძალაუფლება ჰქონდა როგორც პრემიერ-მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი