ახალი ამბები

ღარიბაშვილი  მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე: ენმ-ის ორკესტრირებული კამპანიაა

5 მარტი, 2019 • 984
ღარიბაშვილი  მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე: ენმ-ის ორკესტრირებული კამპანიაა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 4 მარტს პოლიტიკაში დაბრუნდა “ოცნების” პოლიტიკური მდივნად, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროტესტის შესახებ აცხადებს, რომ ეს პროცესი ორკესტრირებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ.

ეს განცხადება მან 5 მარტს ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა.

“ეს არის ორკესტრირებული ჩვენი მთავარი დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა პირების ჩართულობით”.

მან ორკესტრში მედიასაშუალებებიც ახსენა და დასძინა, რომ პროცესი “ორკესტრირებულია ჭკვიანურად” და  შეიძლება ზოგი “ბრმა იარაღადაც იყოს გამოყენებული”.

მოსამართლეებთან დაკავშირებით მან ასევე თქვა, რომ თუკი ლეგიტიმური კითხვები არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს:

“ჩემი პოზიცია ასეთია –  ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა იქნება თუ მონაწილეობა მძიმე საქმეში, თუ ასეთი დასტურდება და საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები, ამ კითხევებზე პასუხი უნდა იქნას გაცემული.  თუ მოსამართლეზე იქნება კითხვები, ჩემი მოწოდება არის, რომ კეთილი უნდა ინებონ მოსამართლეებმა და საზოგადოებას აუხსნან, პასუხი გაეცეს კითხვებს”.

ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ამ ორკეტრის ნაწილი არიან? – ჟურნალიტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე ღარიბაშვილმა  უპასუხა, რომ მისი აზრით,  ეკა ბესელია “მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა”.


5 მარტი 2019: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა –  ის “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი გახდა.

23 დეკემბერი, 2015: ირაკლი ღარიბაშვილი  მოულოდნელად გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან.  ეს თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დაიკავა. მანამდე ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

ბესელიამ მტრის წისქვილზე დაასხა წყალი, ასე გამოვიდა- ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი