ახალი ამბები

“პირველი და ახალი თაობის “ოცნების” ლიდერების შეკავშირება” – ღარიბაშვილის მისია

5 მარტი, 2019 • 1195
“პირველი და ახალი თაობის “ოცნების” ლიდერების შეკავშირება” – ღარიბაშვილის მისია

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზანი პირველი და ახალი თაობის ქართული ოცნების ლიდერების უფრო შეკავშირება და გაძლიერებაა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ტვ პირველის გადაცემა ‘რეაქციაში” განაცხადა.

“პარტიის გაერთიანება და გაძლიერება”, – ასე ახასიათებს ღარიბაშვილი თავისი მისიას პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ.

მისი თქმით, ამ მხრივ საჭიროა მეტი კოორდინაცია და ამაზე პარტიის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებს.

ღარიბაშვილის განცხადებით, მისი და ივანიშვილის მიზანია, რომ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვიდრე 2012 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი