ახალი ამბები

კვიციანის “წყვილების დახმარების ცენტრში” დეპუტატმა ისკო დასენმა 500 ლარი გადარიცხა

5 მარტი, 2019 • 1025
კვიციანის “წყვილების დახმარების ცენტრში” დეპუტატმა ისკო დასენმა 500 ლარი გადარიცხა

ემზარ კვიციანის თქმით, ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიულ და ეკონომიკური ცენტრის ანგარიშზე პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა 500 ლარი ჩარიცხა.  ჩარიცხვის ქვითარს “პატრიოტთა ალიანსის” წევრი Facebook-ზე აქვეყნებს. “აი, მეგობრებო, კიდევ ერთმა ჩემმა კოლეგამ ისკო დასენმა ქართულ დემოგრაფიას შეეწია და 500 ლარით გაამდიდრა,”-წერს კვიციანი.

დასენი პარლამეტში “ქართული ოცნების” წევრია. კვიციანის მიერ შექმნილი “წყვილების დახმარების ცენტრში” პირველად თანხა თავად ემზარ კვიციანმა 43 ლარი გადარიცხა. მისი თქმითვე, მეორე შენეტანი 500 ლარი  ლარის ოდენობით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა გააკეთა.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ამბობს, რომ მის მიერ ინიცირებული ცენტრის მიზანია ახალდაქორწინებული ოჯახებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.

მასალების გადაბეჭდვის წესი