ახალი ამბები

თბილისში ბავშვებისთვის ქიმიოთერაპიის შემდგომი რეაბილიტაციის ცენტრი აშენდება

5 მარტი, 2019 • 1176
თბილისში ბავშვებისთვის ქიმიოთერაპიის შემდგომი რეაბილიტაციის ცენტრი აშენდება

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით თბილისში  ბავშვებისა და მოზარდების პოსტქიმიოთერაპიული რეაბილიტაციისთვის სპეციალური ცენტრი აშენდება. ეს პირველი მსგავსი ცენტრი იქნება სამხრეთ კავკასიაში.

ინფორმაცია ამის შესახებ 5 მარტს საქართველოში იაპონიის საელჩომ გაავრცელა. იაპონიის მთავრობამ აღნიშნული ცენტრის მშენებლობის პროექტი 88 500 აშშ დოლარით დააფინანსა.
“ცენტრი შესაძლებლობას მისცემს პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს, ქიმიოთერაპიის შემდგომი რეაბილიტაცია გაიარონ, რაც მათ სიცოცხლეს გააუმჯობესებს და პოტენციურად გადაარჩენს”, – ნათქვამია იაპონიის საელჩოს გავრცელებულ ცნობაში.

იაპონიის მთავრობის ადამიანის უსაფრთხოების გრასრუტების საგრანტო პროგრამა აფინანსებს  შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანის უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.

იაპონიის საელჩოს ცნობით, 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 170 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 17’171’529 აშშ დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი